პირველი ონლაინ თარჯიმანთა ბიურო

ატვირთე ფაილი

ავტორიზაცია

რეგისტრაცია ავტორიზაცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორი ტიპის ფაილის ატვირთვა შემიძლია?

ჩვენს სისტემაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის ფაილების ატვირთვა: Word, Excel, PowerPoint, PDF, txt, Jpeg, Png, Jpg, Djvu.

შემიძლია თუ არა რამდენიმე ფაილის ატვირთვა ერთდროულად?

დიახ. ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია რამდენიმე ფაილის ატვირთვა ერთდროულად. ასევე შეგიძლიათ თითოეულ ფაილს შეუცვალოთ დასახელება ან წაშალოთ ატვირთული ფაილი.

როგორ ითვლის სისტემა თარგმნის ფასს?

სისტემაში ფასის დათვლა ხდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისინებით. დოკუმენტის თარგმნის ფასი დამოკიდებულია ტექსტში არსებული სიმბოლოების რაოდენობაზე, სათარგმნი ენების კომბინაციაზე, თარგმნის ხარისხზე (სტანდარტი/ექსპერტი), სფეროზე და დამატებით სერვისებზე (ნოტარიული დამოწმება და მიტანის სერვისი).

როგორ მოვიქცე დასკანერებული ფაილის ატვირთვის შემთხვევაში?

drop.ge-ს ელექტრონული სისტემა დაფუძნებულია სიმბოლოების დათვლაზე. შესაბამისად სისტემა გიწერთ ფასს, რომელიც დათვლილია ზუსტად სათარგმნი სიმბოლოების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ატვირთავთ დასკანერებულ ფაილს ან სურათს ჩვენი სისტემა ვერ აღიქვამს მასში არსებული ტექსტური სიმბოლოების რაოდენობას. ასეთ დროს თქვენ აგზავნით შეკვეთას, ჩვენ ვთვლით ფასს და გიკავშირდებით. იმ შემთხვევაში თუ ფასი და პირობები მისაღები იქნება თქვენთვის, შეძლებთ გადახდის განხორციელებას “ჩემი შეკვეთების” გვერდზე მითითებული თანხის მიხედვით.


რომელი ტიპის ბარათით შემიძლია გადახდა?

გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის VISA ან MASTERCARD ბარათით, ასევე საბანკო გადარიცხვით.

რა ვალუტაში ხდება თანხის გადახდა?

გადახდა ხორციელდება ლარში. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშზე გაქვთ თანხა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადახდისას თქვენი ბანკი ავტომატურად დააკონვერტირებს თანხას იმ მომენტისთვის არსეული გაცვლითი კურსის მიხედვით.


როგორ მოვიქცე თუ ნათარგმნი დოკუმენტის ხარისხი არ მომწონს?

ასეთ შემთხვევაში ჩვენი ადმინისტრაცია გადაამოწმებს ნათარგმნს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უკან დაიბრუნებს ნათარგმნ დოკუმენტს და ათარგმნინებს სხვა თარჯიმანს. იმ შემთხვევაში თუ სათარგმნი ფაილი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია გირჩევთ რომ აირჩიოთ კატეგორია „ექსპერტი“.


სად შემიძლია ვიპოვო ნათარგმნი დოკუმენტები?

drop.ge გთავაზობთ საკუთარ ელექტრონულ სივრცეს შეკვეთების ისტორიისთვის. ყველა თქვენს მიერ ატვირთული და ნათარგმნი დოკუმენტი შეგიძლიათ მოიძიოთ “ჩემი შეკვეთები”-ს გვერდზე.


როგორ შემიძლია მივიღო ინვოისი?

ინვოისის მიღება შეგიძლიათ მოთხოვნისამებრ. თუ თქვენ გჭირდებათ ინვოისის მიღება, ჩვენი ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ და გადმოგიგზავნით მას ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.