პირველი ონლაინ თარჯიმანთა ბიურო

ატვირთე ფაილი

ავტორიზაცია

რეგისტრაცია ავტორიზაცია

სინქრონული თარგმნა

თუ თქვენ გჭირდებათ სინქრონული თარჯიმანი, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები. კონფერენციები, ტრენინგები, ფორუმები, საქმიანი შეხვედრები: ჩვენი თარჯიმნები დაგემხარებიან ამგვარ ღონისძიებებზე გასაგები გახადოთ ყველაფერი მათთვის ვინც უცხო ენაზე საუბრობს ან პირიქით, მათთვის ვინც მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს.

სინქრონული თარგმნა არის სერვისი, რომლის დროსაც თარჯიმანი ზედმიწევნით თარგმნის ტექსტს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს ინტერპრეტირებას, იმისთვის რომ ნათარგმნი გახდეს მეტად გასაგები. ხშირად მთარგმნელს აქვს მხოლოდ რამდენიმე წამი იმისთვის, რომ გაიაზროს წინადადება, ხოლო შემდეგ მიაწოდოს საჭირო აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ტერმინოლოგიით. აქიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ სინქრონული თარგმნა მოითხოვს დიდ ენერგიას და შესაბამისად ის ძალიან შრომატევადია. როგორც წესი სინქრონული თარჯიმნები ერთმანეთს ენაცვლებიან 20-25 წუთიანი ინტერვალებით. ამიტომაც სინქრონულ თარგმნას ახორციელებს მინიმუმ 2 ან მეტი თარჯიმანი.

ასევე აუცილებელია გაითვალისწინოთ ისიც, რომ სინქრონულ თარგმნას ჭირდება სპეციალური აპარატურა, იმისთვის რომ მსმენელებმა პარალერულად, რეალურ დროში მოისმინონ ნათარგმნი. გარდა მოსასმენი აპარატურისა, აუცილებელია თარჯიმნის იზოლირებული სივრცე/ჯიხური, იმისთვის რომ არ მოხდეს თარჯიმნის ხმის არევა იმ ხმასთან, რომელიც სისტემაში ისმის სპიკერის მიერ.

 

სინქრონული თარჯიმნების მომსახურების ფასი 1 საათის განმავლობაში არის: 200 ლარი

 

გარდა სინქრონული თარგმნისა ჩვენი კომპანია გთავაზობთ თანმიმდევრულ თარგმნას. ეს არის თარგმნი ნაირსახეობა, როდესაც მომხსენებელი ავთენტურ ენაზე ამბობს წინადადებას, შემდეგ აკეთებს პაუზას იმისთვის, რომ ითარგმნოს წინადადება თარჯიმნის მიერ. თანმიმდევრული თარგმანი არ საჭიროებს იმდენივე ძალისხმევას და სისწრაფეს, როგორც სინქრონული თარგმნა. ამიტომაც სპეციფიკიდან გამომდინარე თანმიმდევრული თარგმნა არ მოითხოვს დამატებით აპარატურას მსმენელებისთვის. ასევე არ წამრმოადგენს აუცილებლობას თარჯიმნების ჩანაცვლება, შესაბამისად არ არსებობს აუცილებლობა ერთზე მეტი თარჯიმნისა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც რომ ასეთი თარგმნის დროს შესაძლოა ღონისძიების ვადები საგრძნობლად გახანგრძლივდეს, ერთი და იმავე აზრის ორივე ენაზე ცალ-ცალკე გადმოცემისას. გარდა ამისა დაღლას განიცდის არა მხოლოდ აუდიტორია, რომლისთვისაც ორჯერ გრძელდება პრეზენტაციის ხანგრძლივობა, არამედ თავად სპიკერიც, რადგანაც მას უწევს ყოველ ჯერზე შეჩერება და გადმოცემული აზრის გადათარგმნის მოლოდინი.

 

 

თანმიმდევრული თარჯიმნის მომსახურების ფასი 1 საათის განმავლობაში არის: 150 ლარი

 

თარჯიმნის მომსახურების პირობებთან და ფასებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: +995 591 10 66 88