წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება:

· „ვებ-გვერდი“ - გულისხმობს ელექტრონულ მისამართს, კერძოდ www.drop.ge. აღნიშნული ტერმინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სინონიმების სანაცვლოდ და პირიქით (მაგალითად როგორიც არის „პორტალი“, „ჩვენი გვერდი“ „ჩვენი    ვებ-გვერდი“ და ა.შ.) 

·  „სისტემა“ – www.drop.ge-ს ვებ-გვერდზე ჩაშენებული ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ატვირთული დოკუმენტების ფასების დათვლას ავტომატურად, მითითებული პარამეტრების შესაბამისად. 

·  www.drop.ge-ს ადმინისტაცია“ - ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფუნქციონირებს შპს “თი-არ-ჯი“-ს დაქვემდებარების ქვეშ. 

·  „ვებ-გვერდის მომხმარებელი/დამკვეთი“- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით თანამშრომლობს www.drop.ge-ს ადმინისტრაციასთან. 

·  „თარჯიმანი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც ახორციელებს დოკუმენტის თარგმნას www.drop.ge-ს ადმინისტაციასთან შეთანხმების საფუძველზე.

·  „შეკვეთის განხორციელება“- დამკვეთის მიერ მომსახურების სერვისის დაფიქსირება ვებ-გვერდის მეშვეობით.

·  „თანხის გადახდა“ - დამკვეთის მიერ თანხის გადარიცხვა ელექტრონული ფორმით შპს „თი-არ-ჯი“-ს ანგარიშზე. 

·  „შეკვეთის ფასი“ - დამკვეთის მიერ გადასახდელი თანხა ვებ-გვერდის სერვისით გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ.

·  „მომსახურების მიღება“ - ნებისმიერი ტიპის მომსახურება რომელსაც, დამკვეთი იღებს ვებ-გვერდის და www.drop.ge-ს ადმინისტრაციის საშუალებით.

 

კანონმდებლობა 

www.drop.ge-ს მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. ნებისმიერი ქმედება და ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, ეკისრება ვებ-გვერდის მომხმარებელს.

 

კონფიდენციალობა

· ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თქვენს მიერ შეკვეთილი დოკუმენტების უსაფრთხო შენახვას და დაცულობას. ნებისმიერი ფორმით, ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტის გასხვისება ან მისი გამოყენება რაიმე კომერციული მიზნებისთვის აკრძალულია

· ვებ-გვერდის მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ხდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზის მიზნებისთვის და ის არცერთ შემთხვევაში გამოყენებული არ იქნება ინდივიდუალური დამკვეთის მიმართ. ინფორმაცია ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ მოგროვდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გვერდზე შეყვანილი ინფორმაციის ფარგლებში.

·  წვდომა თქვენს ინფორმაციაზე გაქვთ მხოლოდ თქვენ და ვებ-გვერდის ადმინისტრაციას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს პირად გვერდზე შეღწევა მოახდინა სხვა სუბიექტმა, გთხოვთ მოგვწეროთ დაუყოვნებლივ ელექტრონულ ფოსტაზე: info@drop.ge

 

მიახლოებითი დრო

ვებ-გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას გამოსახული „მიახლოებითი დრო“ არის საშუალო სტატისტიკური მონაცემი, რომელიც საჭიროა სერვისის მისაღებად. აღნიშნული ველი შესაძლოა შეიცვალოს ინდივიდუალურად სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. თუ „მიახლოებითი დრო“ საგრძნობლად აღემატება რეალურად მისაწოდებელი მომსახურების სავარაუდო დროს (გაუთვალისწინებელი გარემოებების შედეგად), ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ვალდებულია მიწოდების ვადის ცვლილების შესახებ აცნობოს დამკვეთს.

 

ფასები და ტარიფები:

ვებ-გვერდზე მითითებული ფასები და მათი განახლება ხდება იმ დღესვე, როგორც კი სერვისის ფასები იცვლება. თუმცა ვებ-გვერდის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ დამკვეთის მიერ ატვირთული დოკუმენტი შეიცავდეს ინფორმაციას, რომლის აღქმაც სისტემის მიერ ვერ მოხდა. ამისთვის ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მოვახდინოთ შეკვეთის კორექტირება.

 

შეკვეთის კორექტირება

ზოგიერთ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ მოხდეს შეკვეთის კორექტირება ან მისი გაუქმება. აღნიშნული კორექტირება შესაძლოა გამოწვეულ იქნას თარგმანის შეფერხებით, გადახდის შეფერხებით, სისტემის მიერ არასწორი დათვლით, დამკვეთის მიერ დაშვებული შეცდომით ან არასწორი პარამეტრების მითითებით. შეკვეთის კორექტირება შესაძლოა შეეხოს, როგორც შეკვეთის ფასის ცვლილებას, ასევე მის გაუქმებას და ხელახალ შეკვეთას. შეკვეთის კორექტირების შემთხვევაში www.drop.ge-ს ადმინისტრაცია ვალდებულია დამკვეთს შეკვეთის ცვლილების შესახებ წერილობით ან სატელეფონო ზარით აცნობოს კორექტირების დეტალები.

 

თუ დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა აღემატება, რეალურად შესასრულებელი სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას (ფასების ცხრილიდან გამომდინარე), ხოლო აღნიშნული შეცდომა გამოწვეულია სისტემის მიერ არასწორი დათვლის შედეგად, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია თანხის დაბრუნებას მოახდენს შეცდომის იდენტიფიცირებისთანავე იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა გადარიცხვა.

 

თუ დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა ნაკლებია, რეალურად შესასრულებელი სამუშაოს ან მომსახურების მოცულობაზე (ფასების ცხრილიდან გამომდინარე), ხოლო აღნიშნული შეცდომა გამოწვეულია სისტემის მიერ არასწორი დათვლის შედეგად, ან დამკვეთის მიერ მითითებული არასწორი პარამეტრების მითითებით, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია დამკვეთთან კომუნიკაციის შედეგად მოახდენს შეცდომის იდენტიფიცირებას, ხოლო სამუშაოების შესრულება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს „თი-არ-ჯი“-ს ანგარიშზე ჩაირიცხება „შეკვეთის ფასი“.

 

დავები

თუ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტის თარგმანის ხარისხი და მისი შინაარსი არ შეესაბამება გამოგზავნილ დოკუმენტს მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@drop.ge. აღნიშნულ შემთხვევას ვებ-გვერდის ადმინისტრაცია დაწვრილებით განიხილავს, ხოლო თუ დოკუმენტის თარგმნის ხარისხი მართლაც არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, თქვენი სურვილის შესაბამისად ან დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა ან გადაეგზავნება ხელახლა სათარგმნად სხვა თარჯიმანს.

 

თარგმანის ხარისხის შესახებ პრობლემის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ნათარგმნი დოკუმენტის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ შენიშვნები აღარ მიიღება.