პირველი ონლაინ თარჯიმანთა ბიურო

ატვირთე ფაილი

ავტორიზაცია

რეგისტრაცია ავტორიზაცია

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ მარტივი შეკვეთის სისტემას, ფასის დაანგარიშებას ავტომატურად, სწრაფ სერვისს, საკუთარ ონლაინ სივრცეს შეკვეთების ისტორიისთვის, ონლაინ ანგარიშსწორებას და რაც მთავარია საბოლოო პროდუქტის მიღებას სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. 

საკმარისია მიუთითო სათარგმნი დოკუმენტის სასურველი ენები და ძირითადი პარამეტრები, სისტემა ავტომატურად დაგითვლის შეკვეთის ფასს. შეკვეთის დასაფიქსირებლად გჭირდება დაახლოებით 1 წუთი.
 

  • განსხვავებით სხვა მთარგმნელობითი მომსახურებებისა, ჩვენთან ფასის დასაანგარიშებლად არ გჭირდება დოკუმენტის გაგზავნა თარჯიმანთან იმისთვის, რომ გადაამოწმოს მისი სირთულე და შემდეგ დაგიანგარიშოს ფასი.
  • ჩვენს ვებ-გვერდზე საშუალოდ 1 გვერდიანი დოკუმენტის თარგმნის დრო არის 40 წუთი. როგორც წესი დაახლოებით ამდენი დროა საჭირო მინიმუმ იმისთვის, რომ დოკუმენტი მიიტანო სტანდარტულ თარჯიმანთა ბიუროში და შემდეგ მეორედ მიხვიდე მის გამოსატანად. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ თავად დოკუმენტის თარგმნის დროს, სავარაუდოდ მიიღებ ბევრად უფრო გვიან სასურველ სერვისს ვიდრე ჩვენ ამისთვის გვჭირდება. ნუ დაიცდი ზედმეტს, ნუ დახარჯავ შენს დროს იმაში, რასაც ჩვენ მარტივად და სწრაფად ვაკეთებთ.
  • www.drop.ge-ს ონლაინ პლატფორმა გთავაზობს შენი შეკვეთების გვერდს, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც ჩვენს პორტალზე განგიხორციელებია ინახება შეკვეთების ისტორიაში. იპოვე შენს მიერ ატვირთული და ნათარგმნი დოკუმენტები ჩვენს გვერდზე მარტივად და სწრაფად. 
  • ონლაინ გადახდის სისტემა დღევანდელ რეალობაში ყველაზე მეტად მოსახერხებელი საშუალებაა. გადახდის განხორციელება შეგიძლია ნებისმიერი VISA ბარათით, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე. იმ შემთხვევაში, როცა სისტემა ავტომატურად ვერ ანგარიშობს დასკანერებული დოკუმენტის ან სურათის ტიპის ფაილის ფასს, გადახდა უნდა განხორციელდეს ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შპს „თი-არ-ჯი“-ს საბანკო ანგარიშზე.