პირველი ონლაინ თარჯიმანთა ბიურო

ატვირთე ფაილი

ავტორიზაცია

რეგისტრაცია ავტორიზაცია

როგორ მუშაობს

ჩვენ ვართ მთარგმნელობითი მომსახურების ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა საქართველოში. თუ შენ გჭირდება დოკუმენტის თარგმნა უმოკლეს ვადაში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, www.drop.ge სწორედ შენთვისაა შექმნილი.

ჩვენთან მოხმარების პირობები მარტივია:
 
 
 
ჩვენს ონლაინ გვერდზე შენ შეგიძლია აირჩიო და მიუთითო შემდეგი პარამეტრები: 
  • სასურველი ენები, რომლებზეც გჭირდება დოკუმენტის თარგმნა
  • დოკუმენტის თარგმნის ხარისხი
  • სათარგმნი დოკუმენტის სფერო, იმისთვის, რომ თითოეული მათგანი გადამისამართდეს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტთან
  • ნოტარიული დამოწმება და ადგილზე მიტანის სერვისი, სურვილისამებრ.
 
სასურველი პარამეტრების მონიშვნისთანავე, უკვე შეძლებ ატვირთო სათარგმნი დოკუმენტი.სათარგმნი დოკუმენტი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმატის - როგორც ტექსტური, ასევე დასკანერებული ვერსია:
  • Word
  • Excel
  • PowerPoint
  • PDF
  • txt
  • Jpeg
  • Png
  • Jpg
  • Djvu

იმ შემთხვევაში, თუ გსურს, რომ თარჯიმანმა იხელმძღვანელოს შენი მოთხოვნებით, შეგიძლია დამატებით მიუთითო კომენტარი - მაგალითად: თუ ჩვენი დახმარებით, გინდა, რომ გადათარგმნო დიპლომი, შენი სახელი კი ინგლისურ ენაზე იწერება სპეციფიურად, მიუთითე სახელის ინგლისური ვერსია (მაგ. „გიორგი“ ინგლისურ ენაზე, როგორც „George“).

ასევე გაქვს შესაძლებლობა, მიუთითო რაიმე კონკრეტული ფრაზის ან ტერმინის თარგმნის ინდივიდუალური ასპექტები, რომლებიც საერთაშორისო ლექსიკაში დანერგილი არ არის, შენ კი მის შესახებ ინფორმაციას ფლობ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი რჩევაა, მიუთითო თარჯიმანს რამდენიმე ტერმინი ან სიტყვა, რომლიც გსურს, რომ მხოლოდ ამ კონკრეტული გზით ითარგმნოს და არ  მოხდეს ჩანაცლება რაიმე სინონიმით ან ალტერნატიული ფრაზით. ამ პარამეტრების მითითების შემდეგ, სისტემა თავად დაგითვლით სერვისის ფასს და შესრულების მიახლოებით დროს.

დასკანერებული ვერსიის ან სურათის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად ვერ დაითვლის დოკუმენტის თარგმნის ფასს. მსგავს შემთხვევებში, ჩვენ უმოკლეს ვადაში მოვახდენთ დოკუმენტის კონვერტირებას ტექსტურ ფაილად, დაგიკავშირდებით და გაცნობებთ დოკუმენტის თარგმნის საბოლოო ფასს.

შეკვეთის დაფიქსირება და გადახდა ხდება ელექტრონულად, რაც საშუალებას გაძლევს, თავიდან აირიდო თარგმანთან დაკავშირებული ხარჯების გაურკვევლობა და ბუნდოვანება. ჩვენი ტარიფები არის წინასწარ დადგენილი და არაა დამოკიდებული ტექსტის სირთულეზე.

როგორც კი შეკვეთას დააფიქსირებ, შენ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი აისახება „ჩემს შეკვეთებში“, რომელსაც ექნება მინიჭებული სტატუსი - “მიმდინარე”.

დოკუმენტის თარგმნის შემდეგ იმავე გვერდზე, ორიგინალი დოკუმენტის გვერდით, აიტვირთება ნათარგმნი დოკუმენტი, ხოლო შეკვეთას მიენიჭება სტატუსი - „შესრულებულია“.